Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | ფოტო არქივიდან: ბავშვობის მეგობრები - გიორგი მარგველაშვილი, ლევან ვასაძე, მიტროპოლიტი შიო...
ambebi.ge
23 November 2017, 11:20
ქაშუეთში სადღესასწაულო წირვის დაწყებამდე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ტაძარში შეკრებილებს მიმართა, გიორგობის დღესასწაული მიულოცა და ბრძანება წაიკითხა, რომელიც უწმინდესის თქმით, დღეს დაიწერა.

"სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მოსაყდრედ დადგენილია ყოვლადუსამღვდელოებობა მიტროპოლიტიკი სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო მუჯირი", - ნათქვამია ილია მეორეს ბრძანებაში.

მიტროპოლიტი შიო (ერისკაცობაში ელიზბარ მუჯირი) 48 წლისაა. ის ბერად 24 წლის ასაკში, 1993 წელს აღიკვეთა. მოზარდობის ასაკში ელიზბარ მუჯირი დღეს საზოგადოებისთვის კარგად ცნობილ სახეებთან მეგობრობდა. საარქივო ფოტოეზე, რომელიც წლების წინ გავრცელდა სოციალურ ქსელში ერთ ფოტოზე აღბეჭდილნი არიან: საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, ბიზნესმენი ლევან ვასაძე, პუბლიცისტი ირაკლი კაკაბაძე, რეჟისორი გიო მგელაძე, მამა გრიგოლი (ერის კაცობაში გიორგი ჭიჭინაძე), ქორეპისკოპოსი მეუფე შიო (ერის კაცობაში ელიზბარ მუჯირი)...

რეჟისორმა გიო მგელაძემ ამ ფოტოს შესახებ ასეთი ისტორია გაიხსენა "კვირის პალიტრასთან" საუბარში:



- ეს ფოტო გადაღებულია 1987 წელს. 17-18 წლისები ვართ. მარცხენა რიგში სხედან (მარცხნიდან) /* (c)AdOcean 2003-2017, Advertline.http:www.ambebi.ge.ambebi zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegexgjtpwgtix', {myMaster: 'JMAMEgzB7aCnHl4YFlohfVnNXPY7F8b2mm8Ixy9EHUf.t7' }); ირაკლი კაკაბაძე, ლევან ვასაძე, ქორ-ეპისკოპოსი მეუფე შიო (ერის კაცობაში ელიზბარ მუჯირი), საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე, გიორგი მარგველაშვილი, ბერი, მამაო გრიგოლი (ერის კაცობაში გიორგი ჭიჭინაძე) და მე - ანარქისტი-ქრისტიანი, პაციფისტი, მეომარი გიო მგელაძე... ნებისმიერი სისტემა, მათ შორის და მით უმეტეს, სახელმწიფო სისტემა ჩემთვის ბუნებრივად მიუღებელია... რაც თავი მახსოვს, კონფლიქტში ვარ ნებისმიერ სისტემასთან... მაგრამ მგონი გადავუხვიე...

მე და ირაკლი კაკაბაძე ბავშვობაში ქვიშხეთში დავმეგობრდით. თბილისში დაბრუნების მერე ირაკლიმ გიორგი და ლევანი გამაცნო, მე მეუფე შიო და მამაო გრიგოლი გავაცანი მას... შემდეგ ერთად გადავწყვიტეთ "დისიდენტური" ჟურნალის გამოცემა და ერთი ნომერი გამოვუშვით. გავაკეთეთ სატელევიზიო გადაცემა, რომელიც ერთხელ მოხვდა სატელევიზიო ეთერში. სატელევიზიო გადაცემიდან მოსახლეობას "დავემუქრეთ" კულტურული რევოლუციით, არტ-რევოლუციით. შევქმენით ახალგაზრდული მოძრაობა...

არ მახსოვს, ჩვენ ვთხოვეთ პატრიარქს რომ შეგვხვედროდა თუ პატრიარქმა დაგვპატიჟა. მახსოვს ამ შეხვედრაზე მხოლოდ ელიზბარი (მეუფე შიო) არ ემთხვია ხელზე პატრიარქს: "მამაკაცს ხელზე არ ვაკოცებო". ახლა ის ეპისკოპოსია, ქორეპისკოპოსი... ამ ფოტოზე ყველანი ძალიან სერიოზულები ვართ, ამ დროს, მახსოვს აუდიენცია 2 საათიი გაგრძელდა, ყოფნა-არ ყოფნაზეც მხიარულად ვსაუბრობდით, ჩვენ, ახალგაზრდა მაქსიმალისტები და ბრძენი ილიაც და ძალიან ბევრი ვიცინეთ. პატრიარქი მოვიდას ნაცვლად "მოიდას" იძახის და ყველა "მოიდაზე" ექვსივე "მაქსიმალისტი" სიცილით "ვიხეოდით", რაზეც პატრიარქს ეღიმებოდა" - იხსენებს გიო მგელაძე.

წაიკითხეთ ვრცლად: ვინ არის მიტროპოლიტი შიო, რომელიც პატრიარქის მოსაყდრედ დასახელდა
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი